воскресенье, 16 ноября 2008 г.

დიანა
მე ვარ დიანა კვინიკაძე. ვსწავლობ მესამე კლასში.
სახელი დიანა დედამ და მამამ დამარქვა. თავიდან დედას უნდოდა მარგარიტას დარქმევა, მაგრამ, როდესაც მე დავიბადე მამამ საავადმყოფოში მისწერა წერილი, სადაც დიანას დაბადებას ულოცავდა. დედასაც მოეწონა და ასე შემრჩა ეს სახელი.
დიანა ლათინური წარმოშობის სახელია და ნიშნავს “ღვთიურს”.
ძველი რომაული მითოლოგიის თანახმად დიანა ერქვა მთვარისა და ნადირობის ქალღმერთს.ის იყო ასევე ბუნების- ცხოველების, ტყეების მფარველი.
ქალღმერთი დიანა ზევსის შვილი იყო და აპოლონის ტყუპისცალი, რომელიც მთვარის ქალღმერთს ასახიერებდა. მისი ეპითეტი არის "ტრივია", რაც სამგზის ქალღმერთს ნიშნავს,რაც გულისხმობს იმას, რომ, მისი ძალაუფლება მოქმედებდა მიწაზეც, მიწისქვეშაც და ზეცაშიც იცავდა და კურნავდა უბრალო ხალხსა და მონებს

ნადირობისა და მთვარის ღვთაება რომაულ მითოლოგიაში




მე ვარ წყნარი, კეთილი და ყოველთვის ვიზიარებ სხვის დარდს.ბავშჰვო0ბაში დედა დედოფალს მეძახდა. გავიზარდე და დავინტერესდი, მართლა ხომ არ არსებობს დედოდალი, რომელსაც დიანა ჰქვია.როცა ეს კითხვა დავსვი დედამ მომიყვა ისტორია დედოფალ დიანაზე, რომელიც ინგლისში ცხოვრობდა,

დედოფალი დიანა

იყო ძალიან ლამაზი, კეთილი და სათნო. იგი ცდილობდა დახმარებოდა ყველას ვისაც უჭირდა და ამიტომაც მას ეძახდნენ ხალხის დედოფალს.
1997 წლის 31 აგვისტოს მოხდა ტრაგედია, ავტოკატასტროფაში გარდაიცვალა დედოფალი დიანა. მართალია ეს დიდი ხნის წინ მოხდა, მაგრამ მისი სიკეთე არავის არ დავიწყებია და ყოველდღე მის საფლავს ცოცხალი ყვავილებით ამკობს უბრალო ხალხი.
მეც მინდა ვიყო ასეთი კეთილი, ხალხის მოყვარული და დავეხმარო ყველა გაჭირვებულს. ალბათ, სწორედ ასეთი თვისებების ჩემში გასაღვიძებლად დამარქვეს დიანა და ვეცდები არ შევარცხვინო ეს სახელი.
ჩემი ნათლობის სახელია ალექსანდრა, რომელიც თურმე “ხალხის მფარველს” ნიშნავს.